ლონდონის რკინიგზის სადგურიდან ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაციის გამო ხალხის ევაკუაცია მოხდა

საქართველო, თბილისი - 11:25 | 22.06.2018
ნანახია: 818

ლონდონში რკინიგზის სადგურიდან ხალხის ევაკუაცია  მოხდა მას შემდეგ, რაც უცნობმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ბომბი ჰქონდა. ამის შესახებ Daily Telegraph-ინ იუწყება.

 „ამ დროისთვის ინციდენტს ვარკვევთ ჩარინგ კროსის სადგურზე, სადაც იმყოფება მამაკაცი, რომელიც აცხადებს, რომ ბომბი აქვს“, - ნათქვამია ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციის განცხადებაში.

სკოტლანდ იარდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაზგლიდან ევაკუაცია უსაფრთხოების მიზნით განხორცილდა, ამ მომენტისთვის სადგური დაკეტილია. მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი უკვე დაკავებულია. ინციდენტთან დაკავშირებით არავინ დაშავებულა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე