ბესელიამ თავისი განცხადებებით ჩემი შვილის საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 10:57 | 22.06.2018
ნანახია: 871

რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიისგან დადებითი მოლოდინი აქვს.

"დღეს ვისაუბრებთ ყველაფერზე, რა ინფორმაციასაც ვფლობ. გამოძიებამ არაფერი გააკეთა. არ დაიჭირა მკვლელები. ფაქტობრივად, არაფერია ისეთი, რაც აქამდე არ თქმულა, ყველაფერი არის უკვე გაჟღერებული. კომისიისგან დადებითი მოლოდინი მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ვითანამშრომლებდი მასთან. რაც შეეხება ეკა ბესელიას, მე მას კვლავ უნდობლობას ვუცხადებ, თუმცა კარგია, რომ პირისპირ შეხვედრის საშუალება მომეცა. როგორც იქნა ვეტყვი, რატომ ვარ განაწყენებული მასზე. პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა ჩემი შვილის საქმე თავისი განცხადებებით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე