არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები მთავარი მწვრთნელის ხორხე სამპაოლის შეცვლას მოითხოვენ

საქართველო, თბილისი - 10:09 | 22.06.2018
ნანახია: 1431

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები  მთავარ მწვრთნელს ხორხე სამპაოლის აუმხედრდნენ და მსოფლიო ჩემპოინატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩისთვის მისი შეცვლა მოითხოვეს. ამის შესახებ ტელეარხი „ტოდო ნოტისიასი“ არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„მათ არ სურთ, რომ სამპაოლიმ უხელმძღვანელოს ბოლო მატზჩე ნიგერიასთან“, - განაცხადა წყარომ და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები ითხოვენ, რომ მომდევნო მატჩზე მათი მწვრთნელი სამპაოლის თანაშემწე იყოს.

გუშინ არგენტინელები ხორვატიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. არგენტინა ახლა ჩემპიონატიდან გამოთიშვის საფრთხის წინაშეა. გავრცელებული ცნობით, არგენტინელი გულშემატკივრები სამპაოლის თამაშის დროს ბოთლებს ესროდნენ.

არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს სანქტ-პეტერბურგში გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე