ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისია ზაზა სარალიძესა და დავით დადუნაშვილს მოუსმენს

საქართველო, თბილისი - 09:41 | 22.06.2018
ნანახია: 792

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს დაზარალებულ მხარეს, ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს შეხვდება. სხდომაზე მიწვეული არიან მათი ადვოკატებიც.

დეპუტატ სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის წევრებისგან დაკომპლექტდება სამწევრიანი ჯგუფი, რომლებიც გამართავენ შეხვედრებს როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში, ასევე შეხვდებიან ცალკეულ მოწმეებს.

"საზოგადოებას ექნება საშუალება, ღიად მიადევნოს თვალი ჩვენ მუშაობას. ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს. მათ შორის კითხვები, რომელიც საჯაროდ გაჟღერდა და მათ შორის ისეთი კითხვები, რომელიც გაგვიჩნდა ამ მასალების გაცნობის შედეგად. სამწევრიანი ჯგუფი შეიქმნება კომისიის წევრებისგან იმ მიზნით, რომ დრო არ დაიკარგოს. ჯუფის წევრები გამართავენ შეხვედრებს როგორც პენიტენციალურ დაწესებულებაში, ასევე შეხვდებიან ცალკეულ მოწმეებს“,-განაცხადა კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძემ.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო, კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები როგორც სასამართლოდან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან.სხდომაზე იგეგმება პროკურორებისა და მოწმეების, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძისა და იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გამოკითხვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე