მესის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ფეხბურთელი ცრემლებამდე მიყავს

საქართველო, თბილისი - 17:01 | 21.06.2018
ნანახია: 1662

არგენტინის ნაკრების ლიდერს ლიონელ მესის თითოეული სიტყვა გულთან ახლოს მიაქვს.

ფეხბურთელის დედამ სელია კუჩიტინიმ განაცხადა, რომ მისი ვაჟი ძალიან გულჩვილი ადამიანია და მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო ტირილიც კი  შეუძლია.

„ყველას უყვარს მესი და ისიც ცდილობს მათ იგივე გრძნობით უპასუხოს. ლეო ოცნებობს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე. ბევრი ამბობს, რომ მისთვის სულერთია ის პაუსხისმგელობა, რაც აკისრია. ეს ასე არ არის. ვხედავ, როგორ იტანჯება და ტირის ლიონელი კრიტიკის გამო. მისი მისამართით ნათქვამი სიტყვები მასაც და ჩვენც დიდ ტკივილს გვაყენებს. მაგრამ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდეს“, - განუცხადა მედიას კუჩიტინიმ.  

დღეს არგენტინის საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის  ჯგუფურ შეხვედრაში მატჩს ხორვატიის ნაკრებთან გამართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე