აშშ-ს საპასუხო ტარიფებს თურქეთიც უწესებს

საქართველო, თბილისი - 16:23 | 21.06.2018
ნანახია: 701

 

ანკარა  ალუმინსა და ფოლადზე აშშ-ის მიერ შემოღებული გადასახადების საპასუხოდ ვაშინგტონის წინაღმდეგ ამერიკული წარმოების 22 საქონელზე დღეიდან ტარიფებს აწესებს. ამის შესახებ თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბეკჩიმ განაცხადა. 

აშშ-მა ფოლადსა და ალუმინზე 25%-10%-ის ოდენობით  გადასახადები მარტში დააწესა, ევროკავშირის და სხვა რიგი ქვეყნების მიმართ. კანონი ძალაში 1 ივნისიდან შევიდა. თითქმის ყველა ქვეყანამ, ვისაც შეეხო აშშ-ის სანქციები საპასუხო ზომების შესახებ, განაცხადა. ამან კი „სავაჭრო ომის“ საშიშროება გამოიწვია.

როგორც მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, ანკარა მზადაა უპასუხოს აშშ-ის სანქციებს. თურქეთი იკავებს მსოფლიოში ფოლადისა და ალუმინის წარმოების თვალსაზრისით მსოფლიოში მერვე ადგილს. ხოლო აშშ-სთან ექსპორტის თვალსაზრისით - მეექვსე ადგილს.

"ჩვენ შემოვიღეთ დამატებითი გადასახადები 300 მილიონი დოლარის ღირებულების ამერიკული წარმოების 22 საქონელზე. დღეიდან ის ძალაში შევიდა“, - განაცხადა ზეიბეკჩიმ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე