ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ცოდვა ჩაიდინა - მეუფე პეტრე

საქართველო, თბილისი - 15:52 | 21.06.2018
ნანახია: 1173

ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში, – ამის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო ბოროტება და ხელისუფლებამ უნდა მოინანიოს.

„ეს საკითხი ზოგადად იყო განხილული, კონკრეტულად არა. განხილული იქნა იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში“, – განაცხადა მეუფემ პეტრემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე