თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:51 | 21.06.2018
ნანახია: 807

თურქეთში, ქუტაიჰას პროვინციაში, ქალაქ გედიზთან ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საქართველოს სანომრე ნიშნები ჰქონდა, გზიდან გადავარდა.

მაშველებმა შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი მძღოლი იპოვეს, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა.

დაღუპულის ცხედარი ქალაქ გედიზის პროზექტურაში გადაასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე