დიპლომატებს აინტერესებდათ, თუ რა გავლენა მოახდინეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თანამდებობის პირებმა - ნესტან ლონდარიძე

საქართველო, თბილისი - 14:20 | 21.06.2018
ნანახია: 896

"ვინაიდან საქმის მიმართ დიდი ინტერესი იყო, გადავწყვიტეთ შევხვედროდით დიპლომატიურ კორპუსს და მიგვეწოდებინა ინფორმაცია. მათი ინტერესი იყო, თუ რა გავლენა მოახდინეს თანამდებობის პირებმა საქმეზე. ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რაზეც მტკიცებულებები გაგვაჩნდა', - განაცხადა ჟურნალისტებტან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის,ზ აზა სარალიძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ. 

ის სარალიძესთან ერთად დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენლები უჩა ნანუაშვილი და ალეკო ცქიტიშვილიც ესწრებოდნენ.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, კითხვები ეხებოდა ასევე ადეკვატურ რეაგირებას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე