მზად ვარ ჩავიდე რუსეთში, თუ ეს „კალათბურთელები“ - პუტინი და მედვედევი პოლიტიკიდან წავლენ - ვახტანგ კიკაბიძე

საქართველო, თბილისი - 13:24 | 21.06.2018
ნანახია: 2297

ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ გამოცემა Deutsche Welle-თან ინტერვიუში რუსეთს დაშლა და საბჭოთა კავშირის ბედის გაზიარება უწინასწარმეტყველა.

მისი თქმით, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი დაინგრა, ძალიან გაუხარდა და სუფრა გაშალა. „ეს, რა თქმა უნდა შოკი იყო, მაგრამ ყველა ვგრძნობდით, რომ ეს მოხდებოდა. და მაინც წარმოუდგენელი იყო, როდესაც ბავშვობიდან ამ ქვაბში იხარშები, ამ უზარმაზარი მექანიზმის დანგრევა“, -განაცხადა მსახიობმა და დაამატა, რომ რუსეთმა შესაძლოა საბჭოთა კავშირის ბედი გაიზიაროს. „ჩემი აზრით, რუსეთი კვლავ ამისკენ მიექანება“,- აღნიშნა კიკაბიძემ.

მსახიობი რუსეთში 2008 წლის ომის შემდეგ აღარ ყოფილა. მან გამოცემას განუცხადა, რომ მზად არის რუსეთში ჩავიდეს, როგორც კი ახლანდელი ხელისუფლება შეიცვლება. „ერთ-ერთ ინტერვიუში ვამბობდი, რომ მზად ვარ ჩავიდე რუსეთში, თუ ეს „კალათბურთელები“ - პუტინი და მედვედევი პოლიტიკიდან წავლენ“, - აღნიშნა ვახტანგ კიკაბიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე