ტრამპმა ბრძანებას არალეგალი მიგრანტების ოჯახების გაყოფის აკრძალვაზე ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 21.06.2018
ნანახია: 751

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას არალეგალი მიგრანტების ოჯახების გაყოფის აკრძალვის შესახებ.

პრეზიდენტი დათმობაზე ოპოზიციის, თავისი თანაპარტიელების ნაწილისა და საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის შედეგად წავიდა.
საზღვარზე შექმნილმა კრიზისმა, რომელიც „ნულოვანი ტოლერანტობის“ ახალმა პოლიტიკამ გამოწივია ტრამპის ადმინისტრაცია დილემის წინაშე დააყენა. იმისთვის, რომ საარჩევნო დაპირება შეასრულოს, ტრამპმა საზღვრის შესახებ კანონების რეალიზაცია უნდა მოახდინოს, რომელიც მოზრდილი მიგრანტების დაკავებას ითვალისწინებს, თუმცა რა ბედი ელოდებათ მათ არასრულწოვან შვილებს, გაურკვეველია.

ტრამპი დარწმუნებულია, რომ, ბავშვებს იყენებენ, როგორც „ამერიკის ბილეთს“, რადგან ობამას ადმინისტრაცია ბავშვებს მშობლებთან ერთად სპეციალურ ცენტრებში ათავსებდა, ან უბრალოდ უშვებდა.

 ბოლო რამდენიმე კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ 2300-მდე ბავშვი, რომლებიც არალეგალმა მიგრანტებმა ქვეყნის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს, თავად კი წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდნენ, სპეციალურ ცენტრებში განათავსეს. ამ დრომდე უცნობია, რა ელოდება ამ 2300 ბავშვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე