ზაზა სარალიძე საელჩოების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველო, თბილისი - 11:16 | 21.06.2018
ნანახია: 1299

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ოფისში მიმდინარეობს, სარალიძის ოჯახის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე და ორგანიზაციის წევრები ესწრებიან.

არსებული ინფორმაციით, ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად, საელჩოების წარმომადგენლებს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე