ჰოდეიდის აეროპორტის გათავისუფლების დროს 250-მდე ჰუსიტი განადგურდა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 20.06.2018
ნანახია: 726

250-მდე ჰუსიტი დაიღუპა იემენში ჰოდეიდის აეროპორტის აღების დროს. ამის შესახებ არაბული კოალიციის გენერალმა აბდელ სალამ აშ-შეჰმა მედიას განუცხადა.

მისი თქმით, კოალიცია სამთავრობო არმიასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა აეროპორტის გათავისუფლების ოპერაციაში. მისივე თქმით, აეროპორტში არსებული ყველა ნაგებობა და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სამთავრობო არმიისა და კოალიციის კონტროლის ქვეშ გადავიდა.
ჰოდეიდის აეროპორტისთვის ბრძოლა ოთხი დღე მიმდინარეობდა. გასულ კვირას არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საემიროების ხელმძღვანელობით დაიწყო ოპერცია „ოქროს გამარჯვება“. კოალიციამ ოპერაცია წითელი ზღვის უმნიშვნელოვანესი პორტის გასათავისუფლებლად გაეროს გაფრთხილების მიუხედავად მაინც დაიწყო, რომელიც ქალაქისა და პორტის დაბომბვის შემთხვევაში მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ საუბრობდა.

იემენში 2014 წლიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი შიიტური მოძრაობა „ამსარ ალას“ მებრძოლ ჰუსიტებსა და სახელისუფლო არმიას შორის. ხელისუფლებას ჰაერიდან და ხმელთზე დახმარებას არაბული კოალიცია უწევს, რომელსაც საუდის არაბეთი ხელმძვანელობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე