ევროკომისიამ ამერიკულ პროდუქციაზე 25-პროცენტიანი გადასახადი დააწესა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 20.06.2018
ნანახია: 1021

ევროკომისიამ მიიღო დოკუმენტი, ევროკავშირის საპასუხო სამოქმედო გეგმის შესახებ აშშ-ს წინააღმდეგ, რომელმაც 1 ივნისს ევროპიდან იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინს 25 და 10-პროცენტიანი გადასახადი დაუწესა.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, 22 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნებში ამერიკიდან ექსპორტირებულ საქონელზე იმოქმედებს გადასახადები 25% ის ოდენობით, რომლის საერთო მოცულობა 28 მილიარდ ევროს შეადგენს.

„ჩვენ არ გვინდოდა ამ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით. თუმცა აშშ-ის ცალმხრივმა და გაუცნობიერებელმა ქმედებებმა, შემოეღო გადასახადები ალუმინსა და ფოლადზე ევროკავშირის ქვეყნებისთვის, არ დაგვიტოვა სხვა გამოსავალი”, - განაცხადა ევროკომისიის წევრმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრემმა და აღნიშნა, რომ თუ აშშ მოხსნის გადასახადებს, ევროკომისია ავტომატურად გააუქმებს მას.

იმ პროდუქციას შორის რომლებზეც დაწესდა გადასახადები არის - მოტიცოკლი „Harley Davidson“-ი ჯინსის ბრენდი „Levi Strauss“-ი და ბურბონი.

საერთო ჯამში სია მოიცავს მრავალ საქონელს, როგორიცაა სიმინდი, ბრინჯი, ფორთოხლის წვენი, კოსმეტიკა, ტანსაცმელი, იახტები და სხვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე