პოლიციელები რეპერ XXXTentacion-ის მკვლელობისთვის ორ აფროამერიკელს ეძებენ

საქართველო, თბილისი - 16:05 | 20.06.2018
ნანახია: 1125

ამერიკელი  სამართალდამცველები ორ აფროამერიკელ მამაკაცს ეძებენ, რომელთაგან ერთ-ერთმა სასიკვდილოდ დაჭრა 20 წლის რეპერი XXXTentacion-ი. ის ვინც პოლიციას ღირებულ ცნობებს მიაწვდის, ჯილდოდ 3000 დოლარს მიიღებს.

რეპერი მაიმთან, დირფილდ ბიჩში დაჭრეს, როდესაც ის მოტოციკლების სალონიდან გამოდიოდა. დამნაშავე წითელი ნიღბით იყო. ორივე მამაკაცი შავი ფერის ავტომობილით მოძრაობდა.

XXXTentacion-ი (ნამდვილი სახელი ჯასეი დუეინ ონფროი) პისტოლეტიდან გასროლით მოკლეს. დამნაშავეებმა მისი Louis Vuitton-ის ჩანთა აიღეს და მანქანით მიიმალნენ. სამართლადამცველების თქმით, დანაშაულის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი ძარცვა იყო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე