ამ თქვენი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს კვირიკაშვილი - ბოკერია ბახტაძეს

საქართველო, თბილისი - 15:10 | 20.06.2018
ნანახია: 1067

მე ერთი კითხვა მაქვს - ამ თქვენი ახალი ბრწყინვალე იდეებიდან, რომლის განხორციელებაში გიშლიდათ ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?! რომელს გიბლოკავდათ აქამდე? თუ არც ერთს არ გიბლოკავდათ და ეს ყველა ბრწყინვალე იდეა მას შემდეგ მოგივიდათ, რაც მისი მოხსნა გადაწყდა?,  - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მისი თქმით, ბახტაძემ ამაზე უნდა გასცეს პასუხი საზოგადოებას.

"ბატონო მამუკა, თქვენი ახალი პროგრამა პირადად ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის არათუ დამაჯერებელი არ არის, არამედ იქ მოტანილი იდეების უმრავლესობა ან მავნებლობად მიგვაჩნია, ან უაზრობად, ან ვფიქრობთ, რომ ლოზუნგად დარჩება", - მიმართა გიგა ბოკერიამ მამუკა ბახტაძეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე