თალიბების თავდასხმას ავღანეთში უსაფრთხოების სამსახურის 30-მდე თანამშრომელი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:04 | 20.06.2018
ნანახია: 709

უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 30 თანამშრომელი დაიღუპა ავღანეთში თალიბების თავდასხმის შედეგად. შემთხვევა ბადგისის პროვინციაში მოხდა.

მედიის ცნობით, „თალიბანის“ მებრძოლები ორ საკონტროლო გამშვებ პუნქტს დაესხნენ. აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შემოღების მომენტიდან ეს თალიბების პირველი მასშტაბური იერიშია.

ცოტა ხნის წინ ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და „თალიბანს“ შორის დაზავება 10 დღეს გაგრძელდებოდა, თავდაპირველად ზავი 11-19 ივნისს გამოცხადდა. „თალიბანი“ თავის მხრივ აცხადებდა, რომ აღნიშნულ ინიციატივას მხარს არ დაუჭერდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე