პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბესლან წუწაშვილს ოჯახის წევრები ეძებენ

საქართველო, თბილისი - 13:53 | 20.06.2018
ნანახია: 884

პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრებ 30 წლის ბესლან წუწაშვილს ოჯახის წევრები ათ დღეზე მეტია ვერ უკავშირდებიან.

მისი გაუჩინარების ფაქტს ხეობაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ბესლანი ორი კვირის წინ მეგობრებთან ერთად ჩეჩნეთში მიდიოდა, რუსეთის საზღვარზე გადასვლისას დააკავეს და ერთ-ერთი ვერსიით, გათავისუფლების სანაცვლოდ, გარკვეულ თანხის გადახდა მოსთხოვეს. ამის შემდეგ იგი ოჯახს აღარ დაკავშირებია. ახალგაზრდა მამაკაცის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბესლან წუწაშვილი რუსთავის ავტობაზრობაზე უცხოეთიდან შემოტანილი ავტომანქანების რეალიზაციას ახდენდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე