გვჯერა, საქართველო გახდება ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 13:41 | 20.06.2018
ნანახია: 1127

გვჯერა, საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ბახტაძე აცხადებს, რომ ყველა რეფორმა, რომელსაც საქართველო განახორციელებს, იქნება ეს ეკონომიკური, სტრუქტურული, საგანმანათლებლო თუ სოციალური, ერთადერთ მიზანს ემსახურება, - თითოეული მოქალაქის, თითოეული ადამიანის ღირსეული ცხოვრების თანმიმდევრულად და სწრაფად მიღწევას

„და ბოლოს, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება დემოკრატიული, ეკონომიკურად ძლიერი და თანამედროვე ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი და უალტერნატივო იქნება ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ საერთო ოჯახში და ერთად ავაშენოთ ძლიერი, ევროპული ქვეყანა”, აღნიშნა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე