მეგან მარკლის დეკოლტე ისტორიას დარჩება - მოდის ექსპერტები

საქართველო, თბილისი - 13:35 | 20.06.2018
ნანახია: 1562

მოდის ექსპერტებმა გადაწყვიტეს, რომ მეგან მარკლის კაბის ნავისებური დეკოლტე სასექსის ჰერცოგინიას საფირმო სტილი გახდება. წერს Daily Mail-ი.

მეგან მარკლი საზოგადოებაში მოშიშვლებული მხრებით, სამჯერ გამოჩნდა. პირველად პრინც ჰარიზე ნიშნობის დღეს იანვარში, ქორწილში მაისში და დროშის გამოტანის ცერემონიაზე ივნისში.

 „დეკოლტეს ეს ხაზი მისი საფირმო სტილი ხდება. ის უფრო ღია, სექსულაურია  სხვა ჩვეულებრივი მრგვალი ჭრილისგან განსხვავებით და უფრო შთამბეჭდავად გამოიყურება, ვიდრე v-სახის ჭრილი. ის ასევე ასახავს მის თანამედროვე სამეფო სტილს“, - აღნიშნა მოდის ექსპერტმა ალექსანდრა ფულერტონმა და დაამატა, რომ ნავისებური ჭრილი ყელს აგრძელებს და სახეს გამოკვეთს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე