ნიკოლ კიდმანი დღეს 51 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 20.06.2018
ნანახია: 2703

ნიკოლ  კიდმანი დღეს 51 წლის გახდა. აშშ-ში დაბადებული ავსტრალიელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი ნიკოლ მერი კიდმანი 1967 წლის 20 ივნისს დაიბადა. 
ნიკოლ კიდმანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასაკის მიუხედავად იდეალურ ფორმაშია. 50 წლის ვარსკვლავმა 2017 წელს ერთდროულად 5 ფილმში მიიღო მონაწილეობა.

მისი ოჯახი საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავიდა მაშინ, როდესაც ნიკოლი 4 წლის იყო. ამჟამად მისი მშობლები სიდნეიში ცხოვრობენ. კიდმანს უმცროსი და ჰყავს - ანტონია კიდმანი. მსახიობს ორმაგი მოქალაქეობა აქვს - ამერიკისა და ავსტრალიის.

როგორც მსახიობი იხსენებს, ის ძალიან მორცხვი ბავშვი იყო და ხანდახან ენაბლუც. არ უყვარდა დღესასწაულებზე სიარული, ასევე არ მოსწონდა ხალხმრავალ რესტორნებში შესვლა.
ნიკოლმა სამსახიობო კარიერა 1983 წელს, ავსტრალიურ ფილმებში მონაწილეობით დაიწყო. მისი დებიუტი სამსახიობო კარიერაში ამავე წელს შედგა , როდესაც მონაწილეობა მიიღო ფილმ Bush Christmas-ში. 1983 წლის დასასრულს კი მან სატელევიზიო სერიალ Five Mile Creek -ში.

ჰოლივუდის ვარსკვლავურ ელიტაში 2001 წელს გადავიდა, როდესაც ბაზ ლურმანის ფილმში მულენ რუჟი მთავარი როლი შეასრულა და ოსკარის პირველი ნომინაცია მიიღო.

მას შემდეგ ნიკოლ კიდმანი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობია.

2003 წელს ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში The Hours ნიკოლმა „ოსკარი“ აიღო. ოსკარზე სულ 4-ჯერ იყო ნომინირებული.

1996, 2002 და 2003 წლებში „ოქროს გლობუსის“ მფლობელი გახდა. ოქროს გლობუსზე ნომინირებული 10-ჯერ იყო. 2003 წელს ბაფტას გამარჯვებულიც გახდა - ნომინირებული 4-ჯერ იყო.

მსახიობი უარს ამბობს ბოტოქსსა და ყოველგვარ ქირურგიულ ჩარევაზე. აქტიურად არის დაკავებული ქვემოქმედებით.

ნიკოლი ორჯერ არის დაქორწინებული, პირველად მსახიობ ტომ კრუზზე (1990–2001 წლები) და მეორედ მომღერალ კიტ ურბანზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე