არ ვაპირებ გაჩერებას და თავის დახრას - ბახალამ პროტესტის ნიშნად სასმართლოს დარბაზი დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:37 | 19.06.2018
ნანახია: 866

დიდი ბოდიში, მაგრამ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ და სხდომას დავტოვებ, - ამ სიტყვებით მიმართა ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა, იგივე ბახალამ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიას.

როგორც "ბახალამ" თავის სიტყვაში განმარტა, მას სასამართლოს სამართლიანობის იმედი არ აქვს და თვლის, რომ მოსამართლეთა კოლეგიას განაჩენი უკვე წინასწარ გამოტანილი აქვთ.

"ეს არ არის სამართლიანი სასამართლო.

რომელ სამართლიან სასამართლოზეა საუბარი, როცა თქვენც უარი მითხარით გამოძიების მასალების გამოთხოვაზე. გულში ჩაიხედეთ, შეგიძლიათ არც მიპასუხოთ.

როგორც ვხედავ, განაჩენი თქვენ უკვე დაყენებული გაქვთ.

სამართლიანი სასამართლო არ არსებობს.

არ ვაპირებ გაჩერებას და თავის დახრას.

არასდროს მინახავს დასჯილი პოლიციელები და მათ მიმართ დაწყებული სიახლის სამართლის საქმე ბოლომდე მიყვანილი.

დაახლოებით, წელიწდანახვარია ამ ქაოსში ვცხოვრობ.პირველივე პროცესზე გადამიწურეთ იმედი, როცა არცერთი ჩვენს მიერ დაყენებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილეთ", - განაცხადა გიორგანაშვილმა.

მან დარბაზში მსხდომ ახლობლებს მიმართა სიტყვებით, რომ მხოლოდ მათი იმედი აქვს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი მიმდინარე წლის 23 იანვარს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, გამოძიებამ მას 2 აპრილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე