ე.წ. მოდულის შენობასთან მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 15:34 | 19.06.2018
ნანახია: 784

თბილისში, ე.წ. მოდულის შენობასთან, ახალგაზრდული მოძრაობის „ნუ მომკლავ“ ორგანიზებით, მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მოითხოვენ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმის სრულყოფილ გამოძიებას, დამნაშავე პირების დასჯას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენებას.

მათივე თქმით, დღეს სუს-ის შენობასთან გამართული საპროტესტო აქცია პანკისში მიმდინარე პროტესტის სოლიდარობის გამომხატველი იყო.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე