19 ივნისს მამის დღე აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 14:37 | 19.06.2018
ნანახია: 890

19 ივნისს მამის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მზიურშია დაგეგმილი. 

ღონისძიება მზიურში 19:00 საათზე დაიწყება, მოზარდმაყურებელთა თეატრი წარადგენს სპექტაკლს "შოუ ზღაპართა ქვეყანაში.  მამის დღის აღნიშვნას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე კერძო კომპანიები უერთდებიან.


წელს, პირველად, მამის დღე თელავსა და ზუგდიდშიც აღინიშნება: თელავში, წიგნის მაღაზია "ბიბლუსში", მწერალი ტორესა მოსი მკითხველთან გამართავს შეხვედრას, სადაც წაიკითხავს ალექსანდრე ლორთქიფანიძის წიგნს "იავნანა ლილისთვის", ხოლო ზუგდიდში, ბიბლიოთეკის მთავარ დარბაზში, მწერალი ზვიად კვარაცხელია იმავე წიგნით შეხვდება პატარა მკითხველს. 

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში მამის დღის აღნიშვნა ნაწილია იმ მასშტაბურ ინიციატივისა, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად გაეროს მოსახლეობის ფონდს (UNFPA) ეკუთვნის. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა 2016 წლიდან, არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-თან თანამშრომლობით წამოიწყო გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე