მთავრობის სამოქმედო გეგმაში თავდაცვას პრიორიტეტული ადგილი უკავია - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 12:07 | 19.06.2018
ნანახია: 1587

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ლევან იზორია აცხადებს, რომ მთავრობისთვის მთავარ პრიორიტეტს ყსაფრთხოება წარმოადგენს და ამას მთავრობის სამოქმედო გეგმაც ადასტურებს, სადაც, მისი თქმით, პირველივე თავში თავდაცვის და უსაფრთხოების განსაკუთრებულ მნიშვნელიბაზეა საუბარი.

"მთავრობის ახალ პროგრამაში უსაფრთხოებას და თავდაცვას ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. ის არის პირველ თავში მოცემული, რითაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევნის ხაზგასმა ხდება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი რეფორმებით, მათ შორის, თავდაცვის უწყებაში, მივაღწიოთ საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებას ნატო-ში და მეტ ინტეგრაციას ევროკავშირში," - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა. 

აღსანიშნავია, რომ იზორია არ აკეთებს კომენტარს იმ ინფორმაციაზე, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ის შესაძლოა, მისმა მოადგილემ შეცვალოს.

არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე