ზაზა სარალიძე დავით ოქიტაშვილის გამოკითხვას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 17:01 | 18.06.2018
ნანახია: 803

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის გამოკითხვას მოითხოვს.

სარალიძე დეზინფორმაციას უწოდებს სოციალური ქსელის საშუალებით ოქიტაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან დადუნაშვილი დავით სარალიძის გამო მოკლეს.

სარალიძე შსს-ს მოუწოდებს, გამოკითხოს ოქიტაშვილი და გაირკვეს, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას, ან თუ არ დადასტურდება მისი ნათქვამი, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პასუხი აგოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოქიტაშვილი კომენტარს არ აკეთებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე