Audi-ს აღმასრულებელი დირექტორი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:37 | 18.06.2018
ნანახია: 735

კონცერნ Audi-ს აღმასრულებელი დირექტორი, რუპერტ შტადლერი დააკავეს. გერმანიის პროკურატურა გამოძიებას გამონაბოლქვის კონტროლის მანიპულაციაზე ატარებს.

მიუნხენის პროკურატურამ შტადლერის ბინის ჩხრეკაც ჩაატარა. გამოძიება Audi-საღმასრულებელ დირექტორს თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების მუხლებით ედავება. პოლიციამ ჩხრეკა კონცერნის დირექტორთა საბჭოს კიდევ ერთი წევრის ბინაშიც ჩაატარა. გამონაბოლქვის საქმეში ბრალდებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

გამონაბოლქვის სკანდალში კომპანია Audi-ც გაეხვა, რომელიც ძირითადად, კომპანია Volkswagen-ს უკავშირდება.

პროკურატურამ გამოძიება გასულ კვირას გააფართოვა. Audi კომპანია Volkswagen-ისჯგუფის საკუთრებაა.

რუპერტ შტადლერი ავტოკონცერნს 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე