სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში დგას - ეკა ბესელია

საქართველო, თბილისი - 15:54 | 18.06.2018
ნანახია: 854

სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა ნამდვილად იყო და ბატონმა მამუკამ თქვა, რომ ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა გავაგრძელოთ. მთლიანობაში ხედვა მცირე მთავრობასთან დაკავშირებით მისაღებია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის საკითხი სტრუქტურულ ცვლილებებში არ შედის.

სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებით, ბესელიამ აღნიშნა, რომ ეს მსჯელობის საგანია და საკითხი დღის წესრიგში დგას.

"ამაზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებთ, რაც სტრუქტურულ ცვლილებებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება პროკურატურას, ის არ შედის ამ სტრუქტურული ცვლილებების ჩამონათვალში, ვინაიდან კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, პროკურატურა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან გამოდის და ის იქნება დამოუკიდებელი უწყება. მას ბმა და ანგარიშვალდებულება ექნება მხოლოდ პარლამენტთან", - განაცხადა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე