მგზავრის მშობიარობის გამო პარიზში მატარებლების მოძრაობა შეჩერდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 18.06.2018
ნანახია: 920

პარიზში ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა ერთ-ერთი მგზავრის მშობიარობის გამო შეჩერდა. ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის სატრანსპორტო ქსელის ხელმძღვანელობა იუწყება.

„ობერის სადგურზე ბავშვის მოულოდნელი დაბადების გამო „ეტუალისა და ნასიონის სადგურებს შორის მოძრაობა შეწყვეტილია“, - აღნიშნულიაTwitter-ში რკინიგზელთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

გავრცელებული ცნობით, ახალგაზრდა დედა და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ. ექიმებმა ისინი უახლოეს საავდმყოფოში გადაიყვანეს.

უჩვეულო ინციდენტი სოციალურ ქსელში განხილვის მთავარ თემად იქცა. მომხმარებლები ახალშობილისთვის სიცოცხლის ბოლომდე უფასო მგზვრობის დაწესებას მოითხოვენ პარიზის მატარებლებში. ამის გარდა, მათ ბავშვს სახელიც კი შეურჩიეს და მშობლებს მისი დაბადების ადგილის, სადგურის სახელწოდება- ობერი შესთავაზეს.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე