ზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გასაშვებად 12 საათამდე აძლევს დროს

საქართველო, თბილისი - 15:31 | 18.06.2018
ნანახია: 3149

12 საათამდე დრო აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ფილმის გაშვებისთვის, - წერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.

ის იმ ფილმის გაშვებას სთხოვს მაუწყებელს, რომელიც პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზეა მომზადებული.

"მიზეზები არ გამოელია ადმინისტრაციას.

ფილმი მოიცავს ხორავას ქუჩის ტრაგედიის აღწერას.

ვიღაც ვიღაცეებს არ აწყობს საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

მივმართავ საზოგადოებას!ვფიქრობ ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს თუ რა მოხდა რეალურად 2017 წლის 1 დეკემბერს.

თუ დღეს ღამის 12 საათამდე ფილმი არ გაუშვეს ესეიგი საერთოდ არ გაუშვებენ და მჭირდება თქვენი დახმარება რათა ვაიძულოთ ამ ფილმის გაშვება.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გულთან მიიტანა ჩვენი ტრაგედია და მხარს გვიჭერს უსამართლობასთან ბრძოლაში", - წერს სარალიძე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე