ანა ნაცვლიშვილის მკვლელობა ერთი ადამიანის მიერ არ არის ჩადენილი - ბრალდებულის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 15:00 | 18.06.2018
ნანახია: 899

20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი, ნაირა ოტიაშვილი აცხადებს, რომ მკვლელობა მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არააა ჩადენილი და საქმეში მკვლელობის იარაღად მხოლოდ ერთი დანა არ უნდა ფიგურირებდეს.

"მომდევნო სხდომისთვის სავარაუდოდ ჩემს მიერ დანიშნული სასამართლო-სამედიცინო და კრიმინალისტიკური ექსპერტიზებიც მოესწრება, რომლითაც უტყუარად დადგინდება ის, რომ 33 ჭრილობა დანით არაა მიყენებული, არის რამდენიმე იარაღი გამოყენებული გოგონას მკვლელობაში, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ დანაშაული ერთი ადამიანის მიერ არაა ჩადენილი და ლადო გრიგალაშვილის მიერ არაა ჩადენილი. ამოღებული დანა მკვლელობაში არაა გამოყენებული და შესაბამისად გამოძიებამ სხვა იარაღი უნდა ეძებოს.

დანის ზომები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს. თავად ბრალდების მხარის მიერ დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ყველაზე ღრმა ჭრილიბა გოგონას სხეულზე მიყენებულია იმ სახის დანით, რომლის პირის ზომა არის 2.2 სმ. ნკვთმტკიცებად ამოღებული დანის პირის ზომა 3 სმ. აქედან გამომდინარე 3 სმ. დანით 2.2 სმ. ჭრილობებს ვერ მიაყენებ.

ჩემი აზრით საქმე გამოუძიებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრალდების მხარე არ დანიშნავდა კრიმინალისტიკურ ექსპერტიზას", - აცხადებს ოტიაშვილი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შეასავალი სიტყვა წარმოთქვა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 9 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება.

წყარო: ghn.ge


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე