შსს მედიაში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებს შეისწავლის

საქართველო, თბილისი - 13:43 | 18.06.2018
ნანახია: 825

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. 

უწყების ინფორმაციით, კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან. ამ ფაქტის ირგვლივ, ასევე, ჩატარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. 

"აღნიშნული პირების დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის - ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე დაიწყო. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტარიელ აროშიძეს", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე