ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის 6 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:12 | 18.06.2018
ნანახია: 855

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს - შს სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. 

უწყების ცნობით, სამი კრიმინალური ავტორიტეტები დააკავეს ზესტაფონში -დაკავებულია, 1984 , 1967 და 1968 წელს დაბადებული სამი პირი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებენ ქურდულ სამყაროს და მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში. ასევე დადგინდა, რომ ისინი დავალებას იღებდნენ უცხოეთში მყოფ ე.წ. ქურდთან ფრიდონ სულაქველიძესა და მის ძმასთან.

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებული პირები ერთ-ერთი კერძო მეწარმისგან მოგების 30%-ის გადახდას ითხოვდნენ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, ასევე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ორი პირი.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები - 1980 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1981 წელს დაბადებული, ჯ.ო. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბ.ბ. და ჯ.ო., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებშიც ბრალდებულების „ქურდული სამყაროს“ წევრებთან კავშირის დამადასტურებელი ინფორმაცია ინახება,”-განაცხადა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

გარდა ამისა, 16 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი, 1962 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე