„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სცემეს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 15.06.2018
ნანახია: 1550

ვაჟკაცურად მაინც მოიქეცით, რა კაცობაა ტურებივით ლაჩრულად ზურგიდან თავდასხმა, - წერს სოცილურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" და ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ბესო ქათამაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

როგორც ქათამაძე აცხადებს, მას "ქართული ოცნების" წევრებმა სცემეს. 

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქათამაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო „ქართული ოცნების“ წევრებმა ფრაქციის ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბესო ქათამაძემ, თავად განაცხადა, რომ მას რვა პირი ურტყამდა და თავში რკინის ნაჭერი ჩაარტყეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე