შსს-ში პასუხებს ჯერ ვერაფერზე მცემენ - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 16:35 | 15.06.2018
ნანახია: 777

ჯერჯერობით ფაქტია, რომ შსს პროკურატურის ხაზს მიყვება - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. 

ის შსს-ში ხელახალი გამძიების ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ის განმარტავს, გამძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა. 

"შსს-ში პასუხებს ჯერ ვერაფერზე მცემენ, რადგანაც ეს არის დაკითხვის პროცესი. ელემენტარული, სასამართლო ჩვენებებიც არ არის გადმოგზავნილი ჯერ ამათთან და რაზე უნდა იმსჯელონ, ისიც არ ვიცი. მხოლოდ და მხოლოდ აქვთ წინასაგამოძიებო ჩვენებები. ​ჯერჯერობით ფაქტია, რომ პროკურატურის ხაზს მიყვებიან, მაგრამ მინდა აღვნიშნო, ყველაზე მეტი უბედურება ის არის, ესენი რა დასკვნასაც დადებენ, მაინც პროკურატურამ უნდა განიხილოს და რა აზრი აქვს, ვეღარ ვხვდები“, - აცხადებს სარალიძე. 

ცნობისთვის, პირვველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არასულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამას აპროტესტებს მოკლულის მამა, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე