FOX-მა რობი უილიამსის უცენზურო ჟესტის გამო ბოდიში მოიხადა

საქართველო, თბილისი - 14:46 | 15.06.2018
ნანახია: 723

ამერიკულმა ტელეკომპანია FOX-მა ბოდიში მოიხადა ბრიტანელი შემსრულებლის რობი უილიამსის უცენზურო ჟესტის გამო, რომელიც მან რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე მაყურებლებს აჩვენა.

იმის გამო, რომ ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რეჟისორებმა ეს მომენტი ვერ გამოასწორეს.

მოსკოვის „ლუჟნიკების“ სტადიონზე უილიამსმა თავისი ცნობილი ჰიტები შეასრულა, რის შემდეგაც ტელეკამერაში შუა თითი აჩვენა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე