კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში ,როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა - სააკაშვილი "არა ფობიას" პასუხობს

საქართველო, თბილისი - 11:17 | 15.06.2018
ნანახია: 1369

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" განცხადებას პასუხობს.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ მის მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას.

"აი, ეს არასამთავრობო, არა მხოლოდ რუსეთს და კადიროვის ჩეჩნეთს "იცავს" ჩემგან, არამედ ამ "დაცვაში" ნათლად გამოსჭვივის ქართველი ერის, როგორც მრავალეთნიკური ერთობის მიმართ, დისკრიმინაციული მიდგომა.

მთელი განცხადება აგებულია სიცრუეზე და ყველაფრის უკუღმა წარმოდგენაზე. ტექსტის შემდგენელებისგან შეგნებულადაა ამოღებული კადიროვი და ამით ცდილობენ ჩემს მიერ ნათქვამი აზრის დამახინჯებას.

ხაზგასმით ვიმეორებ-კადიროვის ჩეჩნეთი არის ისეთივე საშიში ,როგორც პუტინის კაცთმოძულე მმართველობა.

ის,რომ რუსეთიდან ჩამოყვანილი აფერისტი შალელაშვილი საქართველოს პარლამენტში არ უნდა იჯდეს და ჩვენ ქვეყანას არ უნდა ძარცვავდეს,და,რომ ის თავისი ეთნიკური წარმომავლობის ხაზგასმით, ვერ მოიპოვებს უფლებას, დაკავდეს საეჭვო საქმიანობით,სრულიად ნათელია ყველასთვის,ვისაც ობიექტურობის ნატამალი გააჩნია.

განცხადება დაწერილია არაკეთლსინდისიერად და არაფერი აქვს საერთო რეალობასთან", - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ სამოქალაქო პლატფორმამ "არა ფობიას!" მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავი შეიკავოს სიძულვილის ენის გამოყენებისგან. 

პლატფორმის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, მიხეილ სააკაშვილი ნათია მეზვრიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, სახალხო დამცველმა გააკრიტიკა. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე