ზურაბ პატარაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბარიამი მიულოცა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 15.06.2018
ნანახია: 708

დღეს ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის დღესასწაული აღინიშნა. მუსლიმან მრევლს დღესასწაული აჭარის მთავრობის  თავმჯომარემ ზურაბ პატარაძემ  აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად მიულოცა.

"მინდა გულწრფელად მივულოცო ჩვენს მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული. ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას, სიყვარულს , სიკეთეს. თითოეული მათგანი ერთი თვის განმავლობაში ლოცულობდა ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე, ჩვენი შვილების მომავალზე, ჩვენს წარმატებაზე. დღეს აქ იმყოფებიან ჩვენი უხუცესები. ვუსურვებ მათ დიდხანს სიცოცხლეს” - აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ.

რამადან ბაირამის დღესასწაული 30-დღიანი მარხვის დასასრულს ეძღვნება და სამ დღეს გრძელდება. ამ დღეს მუსლიმანი მორწმუნეები ერთმანეთს ბაირამს ულოცავენ და წინაპრების საფლავების მოსანახულებლად მიდიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე