საუდის არაბეთის ფეხბურთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში მარცხის გამო უმკაცრესი სასჯელი ელოდება

საქართველო, თბილისი - 11:06 | 15.06.2018
ნანახია: 1595

საუდის არაბეთის ფეხბურთის ნაკრებს მსოფლიო  ჩემპიონატის გახსნის დღეს რუსეთის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის გამო უმკაცრესი სასჯელი ელოდება. ამის შესახებ სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ადელ იზათმა განაცხადა.

 „ეს სრულიად არადამაკმაყოფილებელი შედეგია, რადგან ის არ ასახავს ჩვენი მომზადების დონეს“, - განაცხადა მან.

ხუთი გაშვებული გოლის გამო საუდის არაბეთის ნაკრების მეკარეს აბდალაჰ ალ-მაიუფის, ფორვარდს მუჰამედ ას-საჰლავისა და მცველს უმარ ჰავსავის ჯარიმის გადახდა დაეკისრებათ. იზათს ჯარიმის რაოდენობა არ დაუსახელებია.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი  მატჩი 14 ივნისს რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებებს შორის გაიმართა და რუსეთის გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე