პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძეც - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 17:20 | 14.06.2018
ნანახია: 748

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურასთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები  უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ ახალ სამთავრობო გუნდს ექნება აქტიური სამოქმედო გეგმა სიღარიბის დაძლევის მიმართულებით.

„დღეს ვიწყებთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურის და სამთავრობო ცვლილებების განხილვას, რომელიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. კანდიდატურებთან დაკავშირებით შიდა კონსულტაციები უკვე დაწყებულია, მათ შორის განიხილება მამუკა ბახტაძის კანდიდატურა. 

განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, ჩვენთვის ამოსავალი კრიტერიუმებია, ის რომ ახალ პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს ეკონომიური განათლება, ეკონომიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება, გაუმკლავდეს, წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა იმ მიმართულებით, რომელიც შეეხება სოციალურ საკითხებს, იმ შედეგებს, რაც ბოლო პერიოდშია ცნობილი.

მოწყვლად ჯგუფებთან ერთად, არაერთი ოჯახი ისევ რჩება სიღარიბის პირისპირ. ჩვენი მოლოდინია, რომ ახალ სამთავრობო გუნდს ექნება აქტიური სამოქმედო გეგმა ამ მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე