გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

საქართველო, თბილისი - 16:51 | 14.06.2018
ნანახია: 1175

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

გიო ხუციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, და საზოგადოების წარმომადგენლები.

მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ამაღლების სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა.

მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად 11 ივნისს გარდაიცვალა. 

29 მაისს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე