რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ “კალთაში ჯდომა” და “მსუბუქი ყოფაქცევა" - ლომჯარია ნათია მეზვრიშვილზე დაწერილ პოსტთან დაკავშირებით, სააკაშვილს პასუხობს

საქართველო, თბილისი - 15:54 | 14.06.2018
ნანახია: 1918

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook პოსტს ეხმიანება.

როგორც ნინო ლომჯარია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ერთ-ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა.

ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის მისამართით აღნიშნავს, რომ არ არის საჭირო ქალების წინააღმდეგ ბინძური კამპანია.

„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ “კალთაში ჯდომა” და “მსუბუქი ყოფაქცევა”, როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ-ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ”, – წერს ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ნათია მეზვრიშვილზე დაწერა, რომ „ესაა კარგად ცნობილი მსუბუქი ყოფაქცევის, ივანიშვილის ჯიბის “პროკურორი“.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე