მეცნიერებმა ღმერთის წარმოსახვითი სახე შექმნეს, რომელიც ძალიან გავს ილონ მასკს

საქართველო, თბილისი - 15:52 | 14.06.2018
ნანახია: 174

ამერიკელმა მეცნიერებმა ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტიდან, ჩაატარეს სოციალური ექსპერიმენტი და გაარკვიეს ქრისტიანთა ხედვით, როგორ გამოიყურება ღმერთი მათ წარმოსახვაში. იუწყება გამოცემა „Plos One“.

ფსიქოლოგებმა გამოკითხეს 511 ქრისტიანი აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების, ასაკისა და რასისა. გამოკითხვის თანახმად შექმნეს ღმერთის „ფოტორობოტის“ 50-მდე ნიმუში. რესპონდენტები კი ირჩევდნენ  რომელი უფრო გავდა მათ წარმოსახვაში ღმერთს.  

შედეგად აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ამერიკელებისთვის ღმერთი ახალგაზრდა, ნათელი ფერების, სასიამოვნო გარეგნობისა მამაკაცია. 

აღმოჩნდა, რომ შედეგად მიღებული პორტრეტი ძალიან გაქვს რეალურ ადამიანს.

ამერიკელი მილიარდელი, კომპანია „თესლას“ დამაარსებელი ილონ მასკი, „ღვთაებრივი იერის“ მატარებელი აღმოჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე