ბათუმში 4 წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა

საქართველო, თბილისი - 15:15 | 14.06.2018
ნანახია: 1614

ბათუმში ოთხი წლის ასაკის ბავშვი ცემის შედეგად დაიღუპა.

სამართალდამცველებმა ბავშვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც ირკვევა, ბათუმში აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარე დასახლებაში ოთხი წლის ბავშვი ოჯახის ახლობელმა ცემით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 13-და 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე