ზალცბურგში საქართველოს 16 წლის მოქალაქე ხანდაზმული ქალის დაყაჩაღებისთვის დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 14.06.2018
ნანახია: 808

ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში საქართველოს 16 წლის მოქალაქე 88 წლის ქალის დაყაჩაღების ბრალდებით დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე თავს დაესხა 88 წლის ქალს, ხელიდან ჩანთა და საფულე გასტაცა და მიიმალა.

მოგვიანებით, პოლიციამ ქართველი მოზარდი და მისი სირიელი თანამზრახველი დააკავა. 

ისინი პუხ-ურშტაინის ციხეში არიან გადაყვანილები.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე