გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა - მიხეილ ჯანელიძე
საქართველო, თბილისი - 13:05 | 14.06.2018 ნანახია: 764ბათუმის კონფერენცია ჩამოყალიბდა პლატფორმად, სადაც განიხილება საქართველოს მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები და ის გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს - ეს არის სწორედ საქართველოს ევროპული გზა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპულ გზა" გახსნის ცერემოანიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო განუხრელად მიუყვება ევროპულ გზას, რომელიც წინაპრებმა საუკუნეების წინ განსაზღვრეს. მისი შეფასებით საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზეა და დღეს საქართველო ისე ახლოსაა ევროპულ ოჯახთან როგორც არასდროს.
"საქართველო აღიარებულია ლიდერად ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში. ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, კულტურის, ენერგეტიკის, გარემოს, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, უსაფრთხოების და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სხვა სფეროებში, მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებაზე ევროკავშირის დახმარება - ეს ევროინტეგრაციით განპირობებული სიკეთეების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის თაობაზე, რაც მისი თქმით საქართველოს ევროკავშირთან მეტ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა ამ მიმართულებით მაქსიმალურად იქნება გამოყენებული როგორც ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები, ასევე ახალი შესაძლებლობები და გაკეთდება იმაზე მეტი, ვიდრე ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს.
მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინის, ევროპარლამენტში გაკეთებული მოხსენებისთვის, რომელიც ეხებოდა რეზოლუციას სახელწოდებით "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ". მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით მოხსენებაში მკაფიოდ დაფიქსირდა ევროკომისიის ხედვა კონფლიქტთან და რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით.
"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან 10 წლის შემდეგ რუსეთი კვლავაც განაგრძობს შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების - ანექსიისკენ ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად აღნიშნულისა საქართველო განუხრელად აგრძელებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ერთსულოვანი მხარდაჭერით. არსებული გამოწვევების ფონზე, უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის როლის ზრდა რეგიონში" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საკუთარ გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსის ღირებული და საიმედო პარტნიორია. მისი თქმით ქვეყნის მოლოდინია, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სანათადოდ იქნება შეფასებული და ასახული ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში.
მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველო ევროკავშირს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა უმაღლესი დონის ფორმატის შექმნას, რომელიც მისი თქმით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორული თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ეს ფაქტი ცალსახად მეტყველებს ევროკავშირის და კერძოდ, ევროკომისიის დიდ ინტერესზე, გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან. ჯანელიძის განცხადებით ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ გასული წლის განმავლობაში აქტიურად იმუშავა.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო წარმატებით და ღირსეულად გაივლის ამ ევროპულ გზას და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები" - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა