მონტენეგრომ NATO-ს ოფიციალური შეთავაზება მიიღო

საქართველო, თბილისი - 12:38 | 02.12.2015
ნანახია: 1622

ბრიუსელში NATO-მ ერთ-ერთ ასპირანტ ქვეყანას - მონტენეგროს გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება ოფიციალურად შესთავაზა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ამ გადაწყვეტილებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა, რომელიც ”ადასტურებს დასავლეთ ბალკანეთისთვის ალიანსის ღია კარის პოლკიტიკას”.

დღესვე ბრიუსელში საქართველოს და კიდევ 2 ასპირანტ ქვეყანაზე ერთობლივ დოკუმენტს მიიღებენ, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, როგორ შეაფასებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ამ ქვეყნებს.

ასევე გამოცხადდება გადაწყვეტილება მონტენეგროს წევრობის შესახებ. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, დღეს გაკეთდება განცხადებები საქართველოზეც. საგარეო საქეთა მინისტერიალის ერთობლივ დოკუმენტზე ალიანსის წევრი 28 ქვეყანა მუშაობს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე