თბილისში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 10:12 | 14.06.2018
ნანახია: 1178

თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, ქართველიშვილის ქუჩაზე მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რის შემდეგაც ერთმა მეორეს ბლაგვი საგნით, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციას სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებული ყავს, რომელსაც ასევე დაზიანებები აქვს მიყენებული. ის სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ საავადმყოფოშია მოთავსებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე