დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 17:09 | 13.06.2018
ნანახია: 712

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსაკითხ პირთა სია დაამტკიცა. 

სია კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ წარადგინა. მას მხარი საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირა. 

გამოსაკითხ პირთა სია ასეთია: 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი - ნესტან ლონდარიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა, დავით დადუნაშვილი და ოჯახის ადვოკატი ხათუნა მაღლაკელიძე, მიხეილ კალანდია, მირზა სუბელიანი, მერაბ მორჩაძე, ზვიად კუპრავა, ივანე ნაკაიძე, საქმეში ფიგურანტი სხვა არასრულწლოვანი პირები და მათი წარმომადგენლები, საქმის სხვა მოწმეები, რომელთა ვინაობაც კომისიის მუშაობის დროს დროთა განმავლობაში დაზუსტდება; შს სამინისტროს წარმომადგენლები - მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს წარმომადგენელი კახა სირაძე; გამომძიებლები - ანზორ ჟამერაშვილი, ირაკლი ფიფია, გიორგი ტაბატაძე, ლარისა ვიცინა, ირაკლი ცაგურია, გიორგი ჯალაღონია, ნუგზარ ნათელაშვილი და დეტექტივ-გამომძიებელი გიორგი ბაძგარიძე; საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები - ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვასაძე, თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე, მისი მოადგილე კონსტანტინე სირაძე და საქმის პროკურორები - ზვიად ფხაკაძე, ინა გუგუშვილი, მარიკა გოგოხია, თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და პროკურორი გიორგი გაბოძე; იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი; ექსპერტები - სოფიო ბელქანია, გიორგი ცინცაძე, რევაზ კაპანაძე, თამარ კაიშაური, გულნაზ ტატუნაშვილი და მაია ნიკოლეიშვილი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. 

სიას საგამოძიებო კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლების დირექტორები და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაემატა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე