2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში ჩატარდება

საქართველო, თბილისი - 16:30 | 13.06.2018
ნანახია: 1385

2026 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში - აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება. სწორედ ეს ქვეყნები დასახელდა მოსკოვში ფიფას კონგრესზე.

სამი ქვეყნის ერთადერთ კონკურენტად დასახელებული იყო მაროკო. არჩევანი კონგრესის დელეგატების ღია ელქტრონული კენჭისყრის შედეგად გაკეთდა. უნდა აღინიშნოს, რომ მაროკოს სასარგებლოდ ხმა 65-მა დელეგატმა მისცა, დანარჩენ განაცხადებზე კი თანხმობა 134-მა ადამიანმა განაცხადა. ერთმა დელეგატმა თავი შეიკავა.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი შესაძლოა, პირველი გახდეს, სადაც 48 ნაკრები იასპარეზებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ნაკრებების ასეთივე რაოდენობა ყატარში 2022 წლის ჩემპიონატზეც შეგროვდეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე